საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი: ნეიმარი "ბარსელონაში" უნდა დაბრუნდეს

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი: ნეიმარი "ბარსელონაში" უნდა დაბრუნდეს

საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ ნეიმარი "ბარსელონაში" უნდა დაბრუნდეს.

"რასაც ნეიმარი პარიზში აკეთებს არასწორია, როგორც სპორტული, ასევე პიროვნული მხრივ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის იქ ვეღარ დარჩება. ნეიმარი უნდა დაბრუნდეს იმ ერთადერთ ადგილზე, სადაც მას საუკეთესო ფორმის აღდგენაში დაეხმარებიან - მესის, გრიზმანისა და სუარესის გვერდით. "ბარსელონაში" ამ ოთხეულის ხილვა საოცარი იქნებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. მე, როგორც "ბარსელონას" ფანს, მისი დაბრუნება გამიხარდებოდა." - ციტირებს მანუელ ვალსის სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #4 22 ივლისი 2019 14:04
    1
    ოჰოოო, სად არის სააკაშვილი, პსჟ-ს მაგივრად ბარსას ფანობისთვის მოღალატედ გამოაცხადებდა, ან კრემლის აგენტად!!!!!! heart_eyes
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 ივლისი 2019 13:24
    4
    ზედმეტია ნეიმარი გრიზმანის ყიდვამ საბოლოოდ გამორიცხა ნეიმარის ტრანსფერი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Bussi
    სტუმარი [?]
    #2 22 ივლისი 2019 11:59
    5
    ეს სულ ჩვენი ბიძიშვილი ყოფილა😍😀😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 ივლისი 2019 11:54
    6
    ეს ფრანგი კატალონიელია.საფრანგეთის კატალონიიდან.