იასპერ სილესენი: "ვალენსიაში" თამაში უკეთესია, ვიდრე "ბარსელონაში" სკამზე ჯდომა
"ბარსელონადან" "ვალენსიაში" ახლახანს გადასული ჰოლანდიელი მეკარე იასპერ სილესენი კატალონიური კლუბიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს.
"თამაში მინდა. "ვალენსია" დიდი ისტორიის მქონე კლუბია. "ღამურებმა" შესანიშნავი გუნდი შეკრიბეს. ჩემთვის ეს კარგი ვარიანტი იყო. აი, რატომ ვარ აქ. ჩემი კარიერის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მუდმივი სათამაშო პრაქტიკაა. აქ ამის შესაძლებლობა მექნება.
როდესაც "ბარსელონაში" გადავედი, ტერ შტეგენი ასეთ მაღალ დონეზე არ იმყოფებოდა. 3 წლის შემდეგ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდა. ვფიქრობ, ორივე უკეთესები გავხდით, მაგრამ ჩემი წასვლის დრო მოვიდა.
"ბარსელონაში" პრობლემები არ მქონია. ჩემთვის ყველაზე მთავარი თამაშია. ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც აქ ვარ. ჩემთვის "ვალენსიაში" გადმოსვლა უკან გადადგმული ნაბიჯი არაა. აქ თამაში უკეთესია, ვიდრე "ბარსელონაში" სკამზე ჯდომა." - ციტირებს სილესენის სიტყვებს Marca.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]