ოფიციალურად: ჩავი სიმონსი "ბარსელონას" ტოვებს
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ლა მასიას" აღზრდილი, კატალონიური კლუბის ტალანტებს შორის ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი ჩავი სიმონსი "ბლაუგრანას" ტოვებს.
ჩავი სიმონსი ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია ის საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრშია. ახალგაზრდა ნახევარმცველს, თამაშის სტილით, ანდრეს ინიესტას ამსგავსებენ და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ როგორც ირკვევა, ეს "ბარსელონაში" აღარ მოხდება.
ჩავი სიმონსის აგენტი მინო რაიოლაა. სწორედ აგენტის ფაქტორის გათვალისწინებით, ბოლო დროს აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰოლანდიელი ტალანტი "ლა მასიას" დატოვებდა. დღეს, სიმონსმა ეს Twitter-ის საშუალებით დაადასტურა.
სიმონსი კარიერას, სავარაუდოდ, "პარი სენ-ჟერმენში" განაგრძობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]