MD: მატიას დე ლიხტს "ბარსელონაში" პიკესა და ალბაზე მაღალი ხელფასი სურდა
ცნობილი გახდა ის მიზეზი, რის გამოც "იუვენტუსის" ახალწვეულის, მატიას დე ლიხტის "აიაქსიდან" "ბარსელონაში" ტრანსფერი არ შედგა. Mundo Deportivo-ს ცნობით, 19 წლის ცენტრალური მცველი კატალონიურ კლუბში ფინანსური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო არ გადავიდა.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, მინო რაიოლა, დე ლიხტის აგენტი, მოითხოვდა, რომ "ბარსელონას" მატიასისთვის ჟერარ პიკესა და ჟორდი ალბაზე მაღალი ხელფასი დაენიშნა.
პიკე და ალბა "ბარსას" ვეტერანი ფეხბურთელები არიან, რომლებიც "ბლაუგრანაში", შესაბამისად, უკვე 11 და 7 წელია თამაშობენ. როგორც ცნობილია, ჟერარის ხელფასი კვირაში დაახლოებით 185 000 ევროა, ჟორდის ანაზღაურება კი - 110 000.
წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონამ" დე ლიხტისა და მის აგენტის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, შედეგად კი ფეხბურთელი "იუვენტუსში" გადავიდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]