ლეო მესი ბარსელონაში დაბრუნდა
Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, საზაფხულო არდადეგები დაასრულა და ოჯახთან ერთად კატალონიის დედაქალაქში დაბრუნდა.
ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ფილიპე კოუტინიო, არტური და არტურო ვიდალი, რომლებმაც კოპა ამერიკაზე ითამაშეს, 4 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყვნენ და ჟოან გამპერის თასზე "არსენალთან" გასამართ მატჩს დასწრებოდნენ, თუმცა მესიმ და სუარესმა შვებულება შეიმცირეს. არგენტინელმა, შესაძლოა, ურუგვაელის მსგავსად ვარჯიში დათქმულ დროზე ადრე განაახლოს.
როგორც ჩანს, არდადეგებიდან ყველაზე გვიან კოუტინიო, არტური და ვიდალი დაბრუნდებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]