იოჰან კრუიფისადმი მიძღვნი ეკიპირება გაყიდვაში ხვალ ჩაეშვება
"ბარსელონამ" იოჰან კრუიფისადმი მიძღვნილი ექსკლუზიური სპორტული სამოსი და აქსესუარები გამოუშვა სახელწოდებით Gallina de piel. პროდუქციის შეძენა მხოლოდ "კამპ ნოუზე" მდებარე კლუბის ოფიცალურ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი პირველი აგვისტოდან.
კოლექციის სახელი დაკავშირებულია იოჰან კრუიფის ცნობილ გამონათქვამებთან. Gallina de piel ნიშნავს ქათმის კანს. ჰოლანდიელი ხშირად სასაცილო ლინგვისტურ შეცდომებს უშვებდა და ესეც ერთ-ერთი მათგანი გახლავთ.
ერთ-ერთი მაისური ზუტად იმეორებს 1970-იანი წლების მოდელს. 9-ნომრიან მაისურზე კი "კრუიფიზმის" ნიმუში იქნება დაწერილი Salid y disfrutad (მიდი და ისიამოვნე).
აღსანიშნავია, რომ 27 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონი. ამ დღესთან დაკავშირებით მრავალი აქტივობა იგეგმება. ერთ-ერთი მათგანი ამხანაგური მატჩია "ბარსელონასა" და "აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდებს შორის. მანამდე კი 26 აგვისტოს "კამპ ნოუს" წინ მფრინავი ჰოლანდიელის ქანდაკება გაიხსნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]