"ბარსელონა" ორიოლ ბუსკეტსს "უტრეხტში" გაანათხოვრებს
"ბარსელონას" ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი ორიოლ ბუსკეტსი კატალონიურ გუნდს იჯარის წესით დატოვებს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, გუშინ, "ბარსელონას" ოფისში, ბუსკეტსის მომავალთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ყველა მხარე შეთანხმდა, რომ "ბარსელონა ბ"-ში ფეხბურთელი მეტად ვეღარ განვითარდება და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მისი განათხოვრებაა საჭირო.
იმავე წყაროს ცნობით, დიდი შანსია 20 წლის ფეხბურთელმა მომდევნო სეზონი ჰოლანდიურ "უტრეხტში" გაატაროს. ეს ის კლუბია, რომელთანაც "ბარსელონამ" თანამშრომლობა ცოტა ხნის წინ დაიწყო და თანამშრომლობა სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელების განათხოვრებას გულისხმობს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონამ" "უტრეხტში", შესაძლოა, ხუან მირანდაც გაანათხოვროს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]