კაპაროსი: ”ძალიან გვინდოდა მსოფლიოში საუკეთესოების დამარცხება”

კაპაროსი: ”ძალიან გვინდოდა მსოფლიოში საუკეთესოების დამარცხება”

ბილბაოს ”ატლეტიკის” მთავარ მწვრთნელს, ხოაკინ კაპაროსს ძალიან დაწყდა გული იმის გამო, რომ მისმა გუნდმა ვერ შეძლო ”ბარსელონას” დამარცხება და 1/4 ფინალში გასვლა, გვაცნობებს მადრიდული Marca.

”ნოუ კამზე” დამთავრებული ნულოვანი ფრის შემდეგ გუნდებმა ”სან მამესზე” 1-1 ითამაშეს. სტუმრად გატანილი გოლი გამო შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ”ბარსელონას” ფეხბურთელებმა მიიღეს.

”ძალიან კარგი იქნებოდა მსოფლიოში საუკეთესო გუნდის დამარცხება. ამისათვის ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი იღონეს, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. მე მსურს მივულოცო ”ატლეტიკის” ფეხბურთელებს და ჩვენს ინჩადას. ვნახოთ შევძლებთ თუ არა წარმატების მიღწევას პრიმერა დივიზიონში. ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავ, რომ უფრო ყურადღებით უნდა ვითამაშოთ დაცვაში. თუკი ამას ვერ შევძლებთ ეს აისახება სატურნირო მდგომარეობაზე” - განაცხადა კაპაროსმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.