ჟოზეპ მარია ბართომეუ: შესაძლოა კიდევ ერთი ფეხბურთელი დავიმატოთ
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ, კატალონიური კლუბის ფანკლუბების რიგით მე-40 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
"ჟუნიორ ფირპოს შეძენით 2019/20 წლების სეზონისთვის გუნდის გაძლიერებას განვაგრძობთ.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი. შესაძლოა, კიდევ ერთი ფეხბურთელი დავიმატოთ.
ამბიციური და შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელსაც წინ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი მიუძღვის.
პეპ სეგურამ და ჟორდი მესტრემ, სპორტული მენეჯმენტის თვალსაზრისით, ძალიან კარგი სამუშაო გასწიეს.
პატრიკ კლუივერტის კლუბში დაბრუნებას მივესალმები. "ბარსელონას" მისი ყოფილი ფეხბურთელების გამოცდილება ყოველთვის სჭირდება."
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]