”ბარსა” თასის 1/4 ფინალში ”ბეტისს” დაუპირისპირდება
ეხლახანს დაასრულდა ესპანეთის სამეფო თასის 1/8 ფინალური შეხვედრა ”ხეტაფესა” და სეგუნდა დივიზიონის ლიდერ, ”ბეტისს” შორის. პირველი მატჩი ბეტისში ”ხეტაფეს” გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. არავინ მოელოდა ”ბეტისის” ფეხბურთელებისგან იმას, რაც მათ დღეს შეძლეს. 90-ე წუთზე სტუმრები მადრიდში 3-0 იგებდნენ და მხოლოდ უკანასკნელ წუთზე გაუშვეს გოლი, თუმცა ამ გოლმა მათ 1/4 ფინალში გასვლაში ხელი ვერ შეუშალა. მატჩის 56-ე წუთზე ბეტისელები მოლინამ დააწინაურა, ხოლო 72-ე და 90-ე წუთებზე მარტინმა დუბლი გაიფორმა. 91-ე წუთზე პრესტიჟის გოლი კასკერომ გაიტანა.
ასე რომ ”ბარსელონა” 1/2 ფინალის საგზურისთვის სეგუნდა დივიზიონიოს ბინადარს, ”ბეტისს” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ”ნოუ კამზე” 11/12 იანვარს შედგება, ხოლო განმეორებითი 18/19 იანვარს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]