ჩავის პრესკონფერენცია

ჩავის პრესკონფერენცია

დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა. გუშინდელი მატჩი მისთვის 550– ე იყო, იგი კლუბის რეკორდსმენი გახდა. სიმბოლურია ეს მატჩი მან კაპიტნის სამკლაურით ჩაატარა.
ჟურნალისტებმა ჩავის ბუნებრივია კითხეს "ოქროს ბურთზე" ასევე მას ისიც, მოახსენეს, რომ იგი მთავარი ფავორიტია ამ დავაში. "მთავარია ბურთი "ბარსელონაში" დარჩება, მე გამიხარდება როგორც ჩემი მოგება, ასევე პარტინიორის გამარჯვება. მთავარია იგი ერთ– ერთ ჩვენთაგანს ერგება. ინიესტა და მესი ჩემი უდიდესი მეგობრები არიან. გუშინ 550–ე მატჩი იყო ჩემთვის "ბარსელონას" რიგებში ეს საუკეთესო შედეგია, რითაც უზომოდ ბედნიერი ვარ. "ბარსელონა" ჩემს გულშია და დარჩება მასში ყოველთვის, "ბარსელონა" არის ჩემთვის ყველაფერი, სიცოცხლის უმნიშვნელოვანესი წყარო. ახლა რომ გადავხედო ჩემს კარიერას ბევრი შთამბეჭდავი რამ გამახსენდება, 13 "ელ კლასიკო", 2 ჩემპიონთა ლიგის ფინალი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონობა. წარმატებული გამოდგა ჩემი კარიერა ახლავე შემიძლია ვთქვა და ამაში უდიდესი წვრილი "ბარსელონას" მიუძღვის".
"გუშინდელ მატჩში ძალიან გაგვიჭირდა. "ატლეტიკი" კარგი გუნდია, "სან – მამესზე" თამაში კი ყოველთვის რთულია. ისე თუ ასეა ჩვენ გავედით შემდეგ ეტაპზე. ამ თასს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გახსოვთ ალბათ ტრიპლეტის სეზონში, სწორედ ამ თასით დაიწყო ჩვენი წარმატება".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.