დე იონგი ბუსკეტსს ჩაანაცვლებს?
როდესაც ფრენკი დე იონგის "ბარსელონაში" გადმოსვლა გადაწყდა, დაიწყო მკითხაობა იმაზე, თუ სად გამოიყენებდა მას ერნესტო ვალვერდე.
თავად 22 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ მას თამაში ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია. თუმცა, როგორც წინასასეზონო მზადების დროს გაირკვა, ვალვერდე მას საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ტესტავს.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტებმა საინტერესო დაკვირვება გააკეთეს - წინასასეზონო მზადების დროს აქამდე გამართულ სამ მატჩში ვალვერდემ ნახევარდაცვაში თითქმის ყველა ვარიანტი სცადა ერთის გარდა - მოედანზე ერთად არცერთხელ ყოფილან ფრენკი დე იონგი და სერხიო ბუსკეტსი.
ნიშნავს ეს იმას, რომ ვალვერდე აპირებს ბუსკეტსი დე იონგით ჩაანაცვლოს? ამას დრო გვიჩვენებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]