"ბარსამ" სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე 600,000 ევროზე მეტი გამოიმუშავა

"ბარსამ" სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე 600,000 ევროზე მეტი გამოიმუშავა

მოგეხსენებათ სამრეთ აფრიკის მუნდიალზე კატალონიის "ბარსელონას" ძალიან ბევრი ფეხბურთელი მონაწილეობდა. ამის შედეგად კლუბმა ფინანსური მოგებაც ნახა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა დააწესა 40 მილიონი დოლარი ( დაახლოებით 30.8 მილიონი ევრო), რომელიც გადანაწილდა კლუბებზე. ყველაზე მეტი მიიღო "ბარსელონამ"(665,000 ევროზე მეტი), რადგანაც მას სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე ყველაზე მეტი ფეხბურთელი ჰყავდა. შემდეგ მოდიან მიუნხენის "ბაიერნი"(597,866 ევრო), ლონდონის "ჩელსი"(585,581 ევრო), "ლივერპული"(534,157 ევრო) და მადრიდის "რეალი" (520,811 ევრო). ფიფამ 2014 წლის, ბრაზილიის მუნდიალისთვის თანხა 70 მილიონ დოლარამდე(53,760,593 ევრო) გაზარდა. კატალონიის "ბარსელონას" მუნდიალზე სულ 14 ფეხბურთელი ჰყავდა, რომლებმაც თავი საკამოდ კარგადაც წარმოაჩინეს და რვა მათგანი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.