პრესეზონზე ყველაზე მეტი გრიზმანმა ითამაშა
2019/20 წლების სეზონის მზადების დროს ერნესტო ვალვერდე ყველაზე ხშირად გუნდის ახალწვეულს, ანტუან გრიზმანს იყენებდა.
გრიზმანი ერთადერთია, რომელმაც ხუთივე ამხანაგური შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. შესაძლო 450 წუთიდან მან მოედანზე 277 დაჰყო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ვალვერდემ გრიზმანი შეტევის სხვადასხვა პოზიციაზე გამოსცადა. მწვრთნელი შეეცადა ახალწვეულს გუნდთან ადაპტაცია რაც შეიძლება სწრაფად გაეარა.
ამ 5 მატჩში ფრანგმა შემტევმა 1 გოლი გაიტანა - "ნაპოლისთან" 4:0 მოგებულ შეხვედრაში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]