პედრო რეკორდის ზღვარზე
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი პედრო როდრიგესი რეკორდის დამყარებასთან ახლოსაა. თუ 32 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი გუნდი, ლონდონის "ჩელსი", დღეს, ევროპის სუპერ თასისთვის ბრძოლაში "ლივერპულს" დაამარცხებს, ესპანელი შემტევი ამ ტიტულს კარიერაში მეოთხედ მოიგებს.
პედროს ევროპის სუპერ თასი "ბარსელონასთან" ერთად 3-ჯერ აქვს მოგებული (2009, 2011 და 2015 წლებში). დღეს "ჩელსისთან" ერთად წარმატების შემთხვევაში, ის პაოლო მალდინისა და დანი ალვესის რეკორდს გაიმეორებს.
ცნობისთვის, 2009 და 2015 წლებში (თბილისში), "ბარსელონამ" სუპერ თასი სწორედ პედროს გოლით მოიგო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]