როგორ თამაშობს ანტუან გრიზმანი "ბილბაოს" წინააღმდეგ
ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე, ესპანეთის ჩემპიონატის გახსნით მატჩში, მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა" "ბილბაოს" სტუმრად დაუპირისპირდება.
"სან მამესზე" თამაში ადვილი არასდროსაა, მაგრამ "ბარსელონას" უკვე ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც ამ სტადიონზე წარმატებული ასპარეზობით გამოირჩევა.
"ბლაუგრანას" ახალწვეულს, ანტუან გრიზმანს, "ბილბაოს" წინააღმდეგ 18-ჯერ უთამაშია. მისმა გუნდებმა ("სოსიედადი" და "ატლეტიკო") 11-ჯერ მოიგეს, 3-ჯერ ფრედ ითამაშეს და 4-ჯერ წააგეს. გრიზმანის აქტივში 8 გატანილი გოლია, აქედან 5 "სან მამესზე". ფრანგ ფეხბურთელს, ლა ლიგაში, ჰეთ თრიქი სულ 4-ჯერ აქვს შესრულებული და აქედან ერთი "ბილბაოსთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაზე მოდის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]