L'Equipe: პსჟ ნეიმარის სანაცვლოდ 2 ფეხბურთელსა და 100 მილიონ ევროს ითხოვს
"პარი სენ-ჟერმენი" ნეიმარის სანაცვლოდ "ბარსელონას" ორ ფეხბურთელსა და მინიმუმ 100 მილიონ ევროს ითხოვს, იტყობინება L'Equipe.
წყაროს ცნობით, პარიზელები დაინტერესებულნი არიან "ბარსელონას" სამი ფეხბურთელით - ფილიპე კოუტინიო, ნელსონ სემედუ და უსმან დემბელე. პსჟ-ს ივან რაკიტიჩის დამატება არ სურს, რადგან მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, მათ უკვე ორი ნახევარმცველი იყიდეს.
თავის მხრივ, "ბარსელონას" ნეიმარის ტრანსფერში ორის ნაცვლად, მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ჩართვა სურს. დიდი ალბათობით, ეს მოთამაშე ფილიპე კოუტინიოა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]