ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელები
საერთაშორისო საფეხბურთო ისტორიისა და სტატისტიკის ფედერაციამ (IFFHS) გამოაქვეყბა ბოლო ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელების სია. რეიტინგი შედგა მწვრთნელების ყოველწლიური აღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით.
რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონის ”არსენალის” ფრანგმა თავკაცმა, არსენ ვენგერმა დაიკავა. მეორე პოზიციაზე ”მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი, ალექს ფერგიუსონი გავიდა. სამეულში მოხვდა მადრიდის ”რეალის” თავკაცი, ჟოზე მოურინიო.
მადრიდის ”რეალის” ყოფილმა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა, ვისენტე დელ ბოსკემ მხოლოდ მე-14 ადგილის დაკავება შეძლო.
რაც შეეხება პეპ გვარდიოლას, ბოლო 10 წლის განმავლობაში ის 2 წელი აგროვებდა ”IFFHS”-ს რეიტინგის ქულებს, ამიტომაც მან 54-ე პოზიცია დაიკავა.
აქვე გთავაზობთ რეიტინგს:
1. არსენ ვენგერი (საფრანგეთი) - 142
2. ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია) - 133
3. ჟოზე მოურინიო (პორტუგალი) - 115
4. გუუს ჰიდინკი (ჰოლანდია) - 112
5. ფაბიო კაპელო (იტალია) - 106
6. ლუის ფელიპე სკოლარი (ბრაზილი) - 101
7. რაფაელ ვენიტესი (ესპანეთი) - 97
8. კარლო ანჩელოტი (იტალია) - 92
9. მარჩელო ლიპი (იტალია) - 88
10. მარსელო ბიელსა (არგენტინა) - 86
.................................................
14. ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი) - 65
...................................................
54. პეპ გვარდიოლა (ესპანეთი) - 20
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]