ბილბაო-ბარსელონა - სავარაუდო შემადგენლობები
კატალონიური Sport "ბილბაოსთან" დღეს გასამართი მატჩისთვის სავარაუდო შემადგენლობებს აქვეყნებს.
კარში, რა თქმა უნდა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იდგება. დაცვის ფლანგებს ნელსონ სემედუ და ჟორდი ალბა დაიკავებენ, ხოლო ცენტრში, გასული სეზონის მსგავსად, ჟერარ პიკე და კლემან ლანგლე დადგებიან.
მიუხედავად იმისა, რომ წინასასეზონო მზადების დროს ვალვერდე ფრენკი დე იონგს საყრდენ ნახევარმცველად ცდიდა, მაინც ივარაუდება, რომ ამ პოზიციას კვლავ სერხიო ბუსკეტსი დაიკავებს, ჰოლანდიელი კი, ივან რაკიტიჩთან ერთდ, უფრო წინ ითამაშებს.
შეტევის ხაზის გამოცნობა ყველაზე მარტივია - მესის არყოფნაში, ბასკების კარს ანტუან გრიზმანი, უსმან დემბელე და ლუის სუარესი შეუტევენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]