როგორ შეუწყობს ხელს პაულო დიბალა ნეიმარის "ბარსელონაში" ტრანსფერს?
კატალონიური Sport-ის ცნობით, ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნებაში, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი პაულო დიბალამ ითამაშოს.
დიბალა, სავარაუდოდ, "იუვენტუსში" არ დარჩება. "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "ტოტენჰემთან" უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, საქმეში "პარი სენ-ჟერმენი" ჩაერთო. თუ Daily Mail-ს დავუჯერებთ, ფრანგული კლუბის სპორტული დირექტორი ლეონარდო და ფეხბურთელის წარმომადგენლები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ. ტრანსფერის ღირებულება 80 მილიონი იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, პსჟ, რომელიც ასეთ სიტუაციაში ნეიმარის დარჩენის იდეით დიდად მოხიბლული ისედაც არ არის, მის გაშვებას კიდევ უფრო გააადვილებს და აღარც "ბარსელონაში" ტრანსფერს დაბლოკავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]