სტარტი, რომელიც დიდ იმედებს არ იძლევა
ლა ლიგის პირველ ტურში "ბარსელონას" მიერ დაფიქსირებული შედეგი კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ აძლევს.
საქმე ისაა, რომ როდესაც "ბლაუგრანა" პრიმერას პირველ ტურში აგებს, შემდეგ ტურნირის მოგებას თითქმის ვერასდროს ახერხებს.
აქამდე, "ბარსას" პირველ ტურში 16-ჯერ წაუგია და საბოლოოდ გაჩემპიონება მხოლოდ 3-ჯერ მოახერხა.
თუმცა, ბოლოს, როდესაც კატალონიელებმა მარცხით დაიწყეს, მათ სეზონი ტრებლით დაასრულეს. საუბარი გვაქვს პეპ გვარდიოლას სადებიუტი 2008/09 წლების სეზონზე. მაშინ, "ბარსამ" პირველ ადგილზე გადასასვლა მხოლოდ 1 ნოემბერს მოახერხა, მაგრამ საბოლოოდ ჩემპიონატი მაინც მარტივად მოიგო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]