გაუგებრობა "ბარსელონასა" და "ბაიერნს" შორის
ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონადან" "ბაიერნში" გადასვლას თან ერთი უცნაური, შეიძლება ითქვას კურიოზული ფაქტი ახლდა.
ტრანსფერი ჯერ "რეკორდმაისტერმა" დაადასტურა. მიუნხენელთა ოფიციალურ ვებგვერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გვხვდება ტექსტი: "ყველა მხარე შეთანმხდა, რომ ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გავახმოვანოთ."
"ბარსელონას" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ: "მიუნხენის "ბაიერნი" 8.5 მილიონსა და ფეხბურთელის ხელფასს გადაიხდის, სეზონის ბოლოს კი "ბაიერნში" მისი 120 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნება."
ძნელი გადაჭრით იმის თქმა, რომელმა კლუბმა გამოაქვეყნა ვებგვერზე ერთანეთთან შეთანხმების საწინააღმდეგ ინფორმაცია. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ "ბარსელონა" ტრანსფერის დეტალებს ყოველთვის ასაჯაროებს ხოლმე.
სავარაუდოდ, შეცდომა "ბაიერნის" განცხადებაშია, რადგან მოგვიანებით, კარლ-ჰაინც რუმენიგემ 8.5 მილიონზე თავად ისაუბრა.


ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]