Sport: ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილზე საჯარო განცხადებას გააკეთებს თუ...
ნეიმარი უკმაყოფილოა შეთავაზებით, რომელიც "ბარსელონამ" "პარი სენ-ჟერმენს" გაუკეთა. ბრაზილიელ ფეხბურთელს თავის ყოფილ კლუბში დაბრუნება უნდა, თუმცა ის ფიქრობს, რომ კატალონიელების შეთავაზება არ შეესაბამება მის ფასს.
Sport-ის ცნობით, ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილზე საჯარო განცხადებას გააკეთებს, თუ კატალონიელები პსჟ-ს უკეთეს შეთავაზებას გაუკეთებენ.
ასევე, კატალონიურმა გამოცემამ უარყო ის ინფორმაცია, თითქოს "ბლაუგრანამ" ნეიმარის სანაცვლოდ პარიზელებს 160 მილიონი ევრო შესთავაზა. ისინი ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში ეს თანხა ბევრად ნაკლები იყო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]