ბუსკეტსი "ტვენტეში" გადადის

ბუსკეტსი "ტვენტეში" გადადის

"ბარსელონას" მეორე გუნდის დატოვებას ორი საკვანძო ფეხბურთელი უახლოვდება, თუმცა, როგორც Sport გვამცნობს, ისინი კლუბიდან მხოლოდ იჯარით წავლენ. 

ხუან მირანდას შესახებ ინფორმაციები აქამდეც ვრცელდებოდა, ახალი კი ისაა, რომ მან "იუვენტუსს", "მარსელს" და კიდევ რამდენიმე მსურველს უარი უთხრა, ახლა კი გერმანულ "შალკეში" გადასვლას განიხილავს. 

ორიოლ ბუსკეტსი, რომელიც თავისი ცნობილი მოგვარის ერთ-ერთი მთავარი პირდაპირი შემცვლელია, სავარაუდოდ, "ტვენტეში" გადავა. კატალონიური წყაროს ინფორმაციით, დარჩენილი მხოლოდ მცირე დეტალების მოგვარებაა. 

ორივე ტრანსფერის დანიშნულება ფეხბურთელებისთვის წამყვან ჩემპიონატებში თამაშის გამოცდილების მიღებაა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 აგვისტო 2019 03:01
    0
    წარმატებები ორიოლ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Geo-fcb
    სტუმარი [?]
    #1 23 აგვისტო 2019 17:44
    1
    აბურჯანიას უფრო აღარ ათამაშებენ