ჟერარ პიკე: ნეიმარმა გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა
"ბლაუგრანას" ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ ბარსელონაში გამართულ პოკერის ტურნირში მიიღო მონაწილეობა. გავრცელებული ინფორმაციით, მან და არტურო ვიდალმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ევრო მოიგეს.
ტურნირის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა პიკეს ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს: "ნეიმარი? მისი დაბრუნება გაგვიხარდებოდა, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული."
"მისი საქმე გახსნილია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ის ბოლო რამდენიმე დღეა, სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ნეიმარმა გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა."
"დიახ, გუშინ გამიმართლა და მეორე ადგილზე გავედი. ეს მომენტი ნეიმართან გავიზიარე, რადგან ვიცი, რომ მას პოკერი უყვარს. ეს ჩვენი საერთო ჰობია."
"მისი მომავალი? დიახ, ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ეს პირადული საუბარი იყო." - ციტირებს ჟერარ პიკეს სიტყვებს Cadena SER.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]