RAC1: ლიონელ მესი კიდევ ერთი თვე ვერ ითამაშებს
რამდენიმე წუთის წინ RAC1-მა ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა - ლიონელ მესი გუნდს ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
წყაროს ცნობით, გუშინ, აღდგენითი ვარჯიშების დროს, ლეოს ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც, ის მოედანზე გასვლას დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.
ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.
თუ RAC1-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ მესი ლა ლიგაში "ოსასუნასთან", "ვალენსიასთან", "გრანადასთან", "ვილიარეალთან" და "ხეტაფესთან" მატჩებს, ასევე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრას გამოტოვებს
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]