Onda Cero და Sport: მესის ტრავმის რეციდივი არ აქვს
Onda Cero-ს ჟურნალისტი ალფრედო მარტინესი იტყობინება, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მესის ტრავმის რეციდივი აქვს და ის ერთ თვეს გამოტოვებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
მარტინესის ცნობით, კატალონიური კლუბის ექიმები ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.
რამდენიმე წუთის წინ Sport-მაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესის გამოჯანმრთელების პროცესი ნამდვილად მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს, მაგრამ საქმე რეციდივთან არ გვაქვს.
ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]