ჩემპიონთა ლიგა ახლოვდება - 5 საინტერესო ფაქტი
ამაღამ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 მონაწილის ვინაობაც ცნობილი გახდება, ხვალ კი ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება და "ბარსელონას" მეტოქეების ვინაობასაც გავიგებთ.
იქამდე, წარმოგიდგენთ ხუთ საინტერესო ფაქტს კატალონიური კლუბის და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის შესახებ.
1. ახალი მოწინააღმდეგეები

"ბარსელონას" სავარაუდო მეტოქეებს შორის ისეთი გუნდები შედიან, რომელთა წინააღმდეგაც კატალონიურ გუნდს ოფიციალური მატჩი არასდროს გაუმართავს. ესენი არიან: "ნაპოლი", "ზალცბურგი", "ლაიპციგი", "ლილი", "ატალანტა", "გენკი", იმ კლუბებიდან, რომლებიც პლეი-ოფს ახლა თამაშობენ კი პრაღის "სლავია", ლინცის "ლასკი" და რუმინული "კლუჟი".
2. 24-ე ჯგუფური ეტაპი

1992/93 წლების სეზონიდან, როცა ტურნირი ახალი ფორმატით პირველად ჩატარდა, "ბარსელონამ" ჯგუფურ ეტაპში მონაწილეობა 24-ჯერ მიიღო. ასეთი მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ მადრიდის "რეალს" აქვს, რომელიც "ბარსასთან" ერთად რეკორდს იზიარებს.
3. "ბარსელონას" რეკორდი

"ბარსას" ტურნირის პირველი ეტაპი დაძლეული ყველაზე მეტჯერ - ოცჯერ აქვს. 2007/08 წლებიდან კი კატალონიელები ყოველთვის პირველ ადგილზე გადიან. "რეალის" მაჩვენებელი 16-ია, თუმცა მადრიდელებს უპირატესობა ტურნირის მომდევნო ეტაპებზე აშკარაა.
4. აუღებელი "კამპ ნოუ"
"ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის, რომელიც "კამპ ნოუს" უკავშირდება. "ბლაუგრანა", უკვე 6 წელია, ამ ტურნირზე საკუთარ მოედანზე არცერთ მატჩს არ აგებს.
სერია 2013 წლის 18 სექტემბერს, ამსტერდამის "აიაქსთან" (4-0) დაიწყო და დღემდე გრძელდება. ზედიზედ 32 საშინაო მატჩი წაუგებლად ლიგაზე აქამდე არავის ჩაუტარებია.
5. შორეული ფინალი

იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონა" წლევანდელი გათამაშების ფინალში მოხვდება, ტურნირის ისტორიაში სახლიდან ყველაზე შორს გამგზავრება მოუწევს - ფინალი სტამბულში, ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება - კატალონიიდან 2000 კმ-ის დაშორებით.
ზოგადად, "ბარსამ" ოფიციალური ევროპული შეხვედრის გასამართად ყველაზე შორ მანძილზე 2015 წელს იმგზავრა, როცა თბილისში "სევილიას" სუპერ თასისთვის დაძაბული ბრძოლა მოუგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]