ოლეგერი: “ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ მოგონებებით, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ დღევანდელი დღით”.

ოლეგერი: “ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ მოგონებებით, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ დღევანდელი დღით”.

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ” "სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის "რეალი” დაამარცხა და ადგილობრივმა გულშემატკივარმა რონალდინიო მოედნიდან ტაშით გააცილა. ოლეგერი იმ მომენტს აღწერს, როგორც "სასიამოვნო მოგონებას”, მაგრამ იქვე აღნიშნავს – "ჩვენ არ შეიძლება ვიცხოვროთ მოგონებებით, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ დღევანდელი დღით და მომავლისთვის. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ზოგი რამ კარგი მხრივ, ზოგი არც ისე კარგი”.

ოლეგერი არ ნერვიულობს იმის გამო, რომ მას სისტემატურად არ უწევს ძირითად შემადგენლობაში თამაში: "ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს და ჩვენ ყველამ და მათ შორის მეც, უნდა ვიმუშავოთ ბევრი, რათა დავიმსახუროთ ძირითად შემადგენლობაში ადგილი. მე არ ვარ არავისგან გამორჩეული”.

"ჩვენ გასვლით თამაშებში სულ ცოტა არ გვყოფნის, ცოტა აგრესია, ცოტა მოტივაცია” – პასუხობს ოლეგერი გუნდის ცუდ სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

მიუხედავად თავისი მკვეთრად კატალონიური შეხედულებებისა, ოლეგერი არ თვლის, რომ ფეხბურთი და პოლიტიკა ერთმანეთში უნდა ავურიოთ. "მე მაინტერესებს მხოლოდ რაიკაარდის პოზიცია. საფეხბურთო საკითხები არასაფეხბურთო მეთოდებით არ უნდა წყდებოდეს” – აცხადებს ოლეგერი.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.