Sport: ყველაფერი "პარი სენ-ჟერმენის" ხელშია
"ბარსელონაში" თვლიან, რომ ამ მომენტისთვის ნეიმარის მომავალი "პარი სენ-ჟერმენზეა" დამოკიდებული, იტყობინება Sport.
პსჟ-მ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრანსფერი ჩაიშლება. "ბარსელონა" თვლის, რომ პარიზელებმა მეტი მონდომება უნდა გამოიჩინონ დემბელეს დარწმუნებაში, რომელსაც "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლა არ სურს. აქამდე, მასზე ზეწოლას მხოლოდ კატალონიელები ახდენენ, მაგრამ უშედეგოდ.
კატალონიური გამოცემის ცნობით, ბართომეუ დანებებას არ აპირებს. Sport ირწმუნება, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]