ფეხბურთელების მოსაზრება ”ოქროს ბურთის” ნომინანტებზე

ფეხბურთელების მოსაზრება ”ოქროს ბურთის” ნომინანტებზე

ამ სიახლეში გთავაზობთ სხვადასხვა ფეხბურთელების მოსაზრებას ”ოქროს ბურთის” ნომინანტებზე.

იენს ლემანი: (გერმანიის მეკარე)

””ოქროს ბურთს” ჩავი, ან ინიესტა იმსახურებენ, რომლებმაც თასები მოიგეს როგორც ”ბარსელონასთან”, ასევე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ლეო მესი უდიდესი ფეხბურთელია, თუმცა 2010 წელს მან თავი ბოლომდე ვერ გამოიჩინა. ჩემი არჩევანი მაინც ჩავია. ის უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა და ასრულებს გადამწყვეტ ტაქტიკურ როლს, ვიდრე ინიესტა”.

პეპე რეინა: (ესპანეთის ნაკრებისა და ”ლივერპულის” მეკარე)

”ჩემი რჩეული ჩავი ერნანდესია. ვთვლი, რომ მას, ან ინიესტას გადასცემენ ”ოქროს ბურთს”. მე კარგი წინათგრძნობა მაქვს და ვფიქრობ, რომ ჯილდო ესპანეთში დარჩება.”

მამადოუ ნიანგი: (სენეგალის ეროვნული ნაკრებისა და ”ფენერბრახეს” თავდამსხმელი)

”თუ ვიმსჯელებთ მოგებული ტიტულებით, მაშინ ჩავი, ან ინიესტა იმსახურებენ. მაგრამ, თუ ნამდვილ ხარისხს მივაქცევთ ყურადღებას, მაშინ მესი გახდება ”ოქროს ბურთის” მფლობელი. ის ბურთს საოცრად ექცევა.”

ნოე პამაროტი: (”ერკულესის” მცველი)

”ისინი უდავოდ მსოფლიოს საუკეთესოები არიან. მაგრამ მესი ძალიან, ძალიან განსაკუთრებულია. ის ყოველკვირეულად ამტკიცებს, რომ ყველასგან განსხვავებული დონისაა. გახდება თუ არა ის ყველა დროის საუკეთესო? თუ ასე გააგრძელებს, ის მარადონაზე და პელეზე უკეთესი იქნება. რატომაც არა?”

პაოლო მალდინი: (”მილანის” ლეგენდა) 

”როდესაც მესის თამაშს ვუყურებ, ვთვლი, რომ მას ყოველ წელს უნდა გადასცენ ”ოქროს ბურთი”. ის შეუდარებელი ფეხბურთელია”

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.