პსჟ ნეიმარის რეპუტაციის გადასარჩენად
Sport-ის ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენმა" კამპანია წამოიწყო, რათა პარიზული კლუბის ქომაგთა თვალში ნეიმარის იმიჯი აღადგინოს.
მოგეხსენებათ, რომ ბრაზილიელის სურვილმა დაეტოვებინა კლუბი ამ ზაფხულს გულშემატკივართა გაღიზიანება გამოიწვია. მათ ლიგა 1-ს გახსნით მატჩში სპეციალური შეურაცხმყოფელი ბანერებიც კი გამოფინეს.
"ბარსელონასთან" მოლაპარაკებები ვერ შედგა და ნეიმარი საფრანგეთში რჩება, ამდენად პსჟ-ს ხელმძღვანელობას სურს ბრაზილიელი ქომაგთათვის კვალვ მისაღები ფიგურა იყოს და მხარი დაუჭირონ მას.
ნეიმარს "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში ახალ სეზონზე არცერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა. თავდაპირველ მიზეზად ტრავმა სახელდებოდა, თუმცა შემდგომ თომას ტუხელმა დაადასტურა, რომ ბრაზილიელი ვერ ითამაშებდა მანამ, სანამ მისი მომავალი არ გაირკვეოდა.
პარიზული კლუბი აქტიურ კამპანიას იწყებს ფანებთან და ცდილობს ნეიმარი მათთვის კვალვ საკულტო ფიგურა გახდეს ისე, როგორც ეს 2017 წელს იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]