ფირპომ ვარჯიში განაახლა, მესის დაბრუნების დრო ისევ უცნობია
"ბარსელონას" ფეხბურთელების უმეტესობა უკვე თავიანთ ნაკრებებთან ერთადაა და საკლუბო ფეხბურთის პაუზის დროს მატჩების გამართვისთვის ემზადება, მოთამაშეების მცირე ნაწილი კი კატალონიაშია და "სიუტატ ესპორტივაზე" ვარჯიშობს.
გუნდისთვის დღეს კარგი სიახლეა - მარცხენა მცველი ხუნიორ ფირპო, რომელმაც "ოსასუნასთან" მატჩი მარცხენა ფეხის მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა, ვარჯიშს დაუბრუნდა და მომდევნო შეხვედრისთვის მზად იქნება.
რაც შეეხება ლიონელ მესის, მისი ტრავმის სიმძიმის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ისევ არ ვრცელდება.
"ბარსა" მომდევნო მატჩს "ვალენსიასთან" 14 სექტემბერს გამართავს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]