"ბარსელონას" ყველა დროის ახალგაზრდა გამტანები
"ოსასუნას" კარში გატანილი გოლით ანსუ ფატი "ბარსელონას" რეკორდსმენი გახდა. 16 წლისა და 304 დღის ფატი "ბლაუგრანას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც შიდა ჩემპიონატში შეძლო გოლის გატანა.
ბოიან კრკიჩი 17 წლისა და 53 დღის იყო, როდესაც 2007/08 წლების სეზონში გაიტანა "ვილიარეალის" წინააღმდეგ. "ბარსას" რიგებში ლა ლიგაზე ყველაზე ახალგაზრდა გამტანებს შორის მესამე ადგილს ლიონელ მესი იკავებს. არგენტინელი 17 წლისა და 331 დღის იყო, როცა 2004/05 წლების სეზონში "ალბასეტეს" კარი აიღო.
სამეულის შემდეგ პოზიციებსს ჟოფრი მატეუ (18 წელი 111 დღე), ტიაგო ალკანტარა (18 წელი და 315 დღე) და მუნირ ელ ჰადადი (18 წელი 358 დღე) იკავებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]