"ბარსელონას" პასუხი "ვესტ ბრომვიჩს"
"ბარსელონა" "ვესტ ბრომვიჩის" ბრალდებებს პასუხობს.
ინგლისურმა კლუბმა კატალონიელები 16 წლის ლუი ბარის შეძენისას წესებს დარღვევაში დაადანაშაულა. კერძოდ, 235 000 ფუნტის გადაუხდელობის გამო, რომელიც კომპენსაციის სახით უნდა მიეღო "ვესტ ბრომვიჩს."
Sport-ის ინფორმაციით, კატალონიურმა მხარემ აღნიშნა, რომ მათ არანაირი დავალიანება არ აქვთ ინგლისური კლუბის მიმართ. ამასთანავე, ე.წ. განვითარების უფლების გადასახადი არ იხდება მანამ, სანამ სპეციალურ ანგარიშს არ მიიღებენ ფიფას არასრულწლოვანთა დაცვის კომიტეტისგან.
"ბარსელონას" ხელთაა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ლუი ბარი ოფიციალურად კლუბს არ ეკუთვნის და ტრანსფერი ჯერ არ დასრულებულა. როდესაც ინგლისელი ოფიციალურად ჩაირიცხება "ბლაუგრანას" რიგებში, "ვესტ ბრომვიჩი" თანხას მაშინ მიიღებს.
ბარი "იუვენილ A-ს" ერთ-ერთი დიდი შენაძენია წლევანდელ სატრანსფერო ფანჯარაზე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]