"ბარსელონას" განაცხადი ჩემპიონთა ლიგისთვის

"ბარსელონას" განაცხადი ჩემპიონთა ლიგისთვის

"ბარსელონამ" 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგისთვის შემადგენლობა უკვე დაარეგისტრირა. 

განაცხადში ძირითადი გუნდის ყველა ფეხბურთელი შედის, მათთან ერთად კი ახალგაზრდული შემადგენლობის სამი მოთამაშე: ჰიროკი აბე, რონალდ არაუხო და ფერან სარსანედასი. აბე 37 ნომრით ითამაშებს, არაუხო 33-ით, სარსანედასი კი - 34. 

რაც შეეხება ახალგაზრდული გუნდის სხვა წევრებს, მათ შორის კარლეს პერესს, რიკი პუჩს და ანსუ ფატის (ფატი U19 გუნდიდან "ბარსა ბ"-ში ოფიციალურად ჯერ არ დაუწინაურებიათ), მათი გამოძახება მთავარ მწვრთნელს უშუალოდ ტურნირის მატჩებამდე ერთი დღით ადრე შეეძლება. ეს მოთამაშეები შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ: იყვნენ 21 წელზე ნაკლების და კლუბის აკადემიის სისტემაში 3 წელზე მეტი ჰქონდეთ გატარებული. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    junxtionbox
    სტუმარი [?]
    #5 6 სექტემბერი 2019 13:59
    0
    ეს დებილი რეკლამა როგორ გავთიშო არავინ იცით ბიჭებო?
    Sergio5
    სტუმარი [?]
    #4 5 სექტემბერი 2019 20:49
    4
    აუ აბე მაინტერესებს მე მაგრად
    kortoxa23
    სტუმარი [?]
    #3 5 სექტემბერი 2019 19:20
    5
    იმედია წელსაც არ ჩაისვრის ბარსელნა არადა რა კამანდა ყავს და ფინალს ლივერი და ტოტე თამაშობს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 სექტემბერი 2019 17:54
    4
    დავაი აბა ჰე ლომებოოო ლიგა უნდა დავდოთ წელს უეჭველი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    MESSI-N1 4ever
    სტუმარი [?]
    #1 5 სექტემბერი 2019 13:19
    11
    არაუხო რო შეყავთ ჩ. ლიგის განაცხადში და მანძუკიჩი არა, მოდი და გაამტყუნე მარიო 😂