MD: მესი და სუარესი "ვალენსიასთან" ითამაშებენ
Mundo Deportivo "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს - დიდი ალბათობით, ლეო მესი და ლუის სუარესი "ვალენსიასთან" გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ.
მესის, მიმდინარე სეზონში, ჯერ თამაში არ ჩაუტარებია, სუარესმა კი, ტრავმა ლა ლიგის პირველივე ტურში მიიღო.
სამხრეთ ამერიკელი ვარსკლავები ჯერ კიდევ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ, მაგრამ სამწვრთნელო შტაბში ფიქრობენ, რომ ისინი 14 სექტემბერს გასამართი მატჩისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებენ.
4-დღიანი დასვენების შემდეგ, "ბარსელონას" ფეხბურთელები ორმხრივ ვარჯიშს გამართავენ, რა დროსაც სუარესისა და მესის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]