"ბარსელონას" სურს, რომ ნელსონ სემედუმ ლიეტუვასთან არ ითამაშოს
"ბარსელონას" პორტუგალიელმა მარჯვენა მცველმა, ნელსონ სემედუ, სერბეთსა და პორტუგალიას შორის გუშინ გამართული შეხვედრის (2-4) დროს ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა მოედანი, 65-ე წუთზე, საკაცით დაეტოვებინა.
გაჩნდა საშიშროება, რომ 25 წლის ფეხბურთელის ტრავმა მძიმე იქნებოდა, მაგრამ თუ Mundo Deportivo-სა და Sport-ს დავუჯერებთ, დაზიანება სერიოზული არაა. სემედუ აპირებს ნაკრებთან ერთად ვარჯიში განაგრძოს.
"ბარსელონას" სურს, რომ თავის დაზღვევის მიზნით, პორტუგალიელმა ლიეტუვასთან 10 სექტემბერს გასამართ მატჩში მონაწილეობა არ მიიღოს, მაგრამ ეს ნაკრებისა და თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]