ძამბროტა “მილანში” ზამთარში არ გადავა
იტალიური "მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ "ბარსელონას” განაპირა მცველი, ჯანლუკა ძამბროტა მის გუნდს იანვარში შეუერთდეს. გალიანის განცხადებით 30 წლის იტალიელი მცველის ტრანსფერი შესაძლოა მომავალში განხორციელდეს.
"თუ ძამბროტა ჩვენთან გადმოვა, ეს მოხდება ივნისში. იანვარში ჩვენ არ ვგეგმავთ არანაირ ტრნსფერებს. ერთადერთი შენაძენი იქნება ალესანდრო პატო. ძამბროტა ძლიერი ფეხბურთელია, ჩვენ მის ყიდვას ვცდილობდით, როდესაც იგი თამაშობდა "ბარიში”, მაგრამ მაშინ ჩვენ "იუვენტუსმა” დაგვასწრო. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ იგი ჩვენთან 2006 წელს გადმოვიდოდა, მაგრამ ეს არ მოხდა”.
წყარო: www.sport-express.ru
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]