სემედუს წასვლის შემთხვევაში, "ბასელონა" ემერსონს დაუკავშირდებოდა
Mundo Deportivo-ს ცნობით, ამ ზაფხულს, "ბარსელონა" აპირებდა "კამპ ნოუზე" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ემერსონი დაებრუნებინა.
"ბარსელონას" უკანა ხაზის დაზღვევა მოუწევდა იმ შემთხვევაში, თუ სემედუ პსჟ-ში გადასვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა.
კატალონიელები "ბეტისთან" აპირებდნენ დაკავშირებას იმისთვის, რომ ემერსონი უკან დაებრუნებინათ.
ორივე ესპანური კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, სანამ არ გახდა ცნობილი, რომ სემედუ საბოლოოდ "ბარსაში" რჩებოდა.
"ბარსელონამ" ემერსონი იანვარში 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და მასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, შემდეგ კი ორწლიანი იჯარის წესით იგი "ბეტისში" გაანათხოვრა.
მოლაპარაკებები ძალიან საინტერესო იყო, რადგან ზემოთხსენებული გუნდების გარდა აქტიურობდა "იუვენტუსიც", თუმცა საბოლოოდ ტურინელებმა "მანჩესტერ სიტისგან" დანილო შეიძინეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]