რამოსი: კარგია, რომ "ოქროს ბურთის" მოგების შანსი სხვასაც აქვს
მადრიდის "რეალის" მცველმა, სერხიო რამოსმა "ოქროს ბურთის" საკითხი მიმოიხილა.
- გულს არ გწყვეტთ ის ფაქტი, რომ ვირჯილ ვან დეიკი შეიძლება "ოქროს ბურთის" ლაურეატი გახდეს, თქვენ კი ერთხელაც არ ყოფილხართ პრეტენდენტთა სამეულში?
- ინდივიდუალურ ჯილდოებზე საუბარი რთულია. ვან დეიკი გამორჩეული მცველია, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. ვირჯილმა დაუღალავად იშრომა, რათა დიდი შედეგისთვის მიეღწია.
ხალხი ყოველთვის მესისა და რონალდუზე საუბრობს. თუ ისინი ამ ჯილდოსთვის ბრძოლაში დამარცხდებიან, მაშინ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდება. კარგია, რომ კრიშტიანუსა და ლეოს გარდა სხვასაც აქვს გამარჯვების შანსი.
დაფიქრებას სწორედ ის გაიძულებთ, რომ ბოლო წლებში "ოქროს ბურთს" ბევრი მოთამაშე იმსახურებდა, მაგრამ მათ პრიზი არ მოუგიათ.
ფეხბურთი გუნდური თამაშია, რის გამოც ინდივიდუალური ჯილდოების გაცემა რთულია. ვან დეიკი დიდებული მცველია და თუ ის გაიმარჯვებს, მილოცვის გარდა სხვა გზა არ დაგვრჩება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]