"ბარსელონასთან" თამაშის წინ "ვალენსიამ" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონასთან" თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე "ვალენსიამ" მთავარი მწვრთნელი მარსელინიო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ოფიციალურ განცხადებაში გათავისუფლების მიზეზზე არაფერი წერია. არაოფიციალური ინფორმაციით, ამის მიზეზი ხელმძღვანელობასთან კონფლიქტია.
მარსელინიოს შემცვლელის კანდიდატად "ბარსელონასა" და "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ალბერტ სელადესი სახელდება.
"ბარსელონა" და "ვალენსია" ერთმანეთს 14 სექტემბერს, ლა ლიგის მე-4 ტურში "კამპ ნოუზე" დაუპირისპირდებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]