კარდონერი: მესი მაშინ დატოვებს გუნდს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, ჟორდი კარდონერმა განიხილა წინა კვირის აღმოჩენა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ლიონელ მესის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც მას საშუალებას მისცემს კატალონიური კლუბი, მომავალ ზაფხულს უფასოდ დატოვოს. ის აღნიშნავს, რომ არგენტინელს სტატუსი აძლევს იმის საშუალებას, რომ საკუთარი მომავალი თვითონ გადაწყვიტოს.
"ბარსელონას" ბევრმა გულშემატკივარმა ნერვიულობა დაიწყო საკუთარი ვარსკვლავის წასვლის პერსპექტივაზე, თუმცა კარდონერი დარწმუნებულია, რომ "კამპ ნოუზე" ეს სიტუაცია ყველას არ ადარდებს.
"ჩვენ მშვიდად ვართ, ყველაფერი პოზიტიურუდაა, განსაკუთრებით გასახდელში," - ციტირებს კარდონერის სიტყვებს Marca.
"ლეო გააკეთებს იმას, რაც საჭიროა, მაგრამ მისი კონტრაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ის, ვინც არის."
"ეს არის ის დათმობა, რომელზეც მივდივართ იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ამას იმსახურებენ."
"მას გუნდში წასვლა და მოსვლა შეუძლია მაშინ, როცა ამას საჭროდ ჩათვლის."
"მე ვისურვებდი, რომ იგი დარჩეს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ჩვენს გუნდში თამაში სურს."
"ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ნეიმარის საგით გატაცებული იყო. კარდონერმა გვაცნობა, რომ "ბარსელონა" "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდს შეიძლება დაუბრუნდეს.
"ის აქ ბედნიერი იყო," - აღნიშნა მან.
"ყველა თუ არა, მაშინ უმრავლესობა აქ ბედნიერია."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]