ლალანა: ჰენდერსონმა მითხრა, რომ დე იონგის თამაშებს ვუყურო
ხშირად ხდება ისე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები მაგალითები ხდებიან ბევრად უფრო გამოცდილი ფეხბურთელებისთვის.
ზუსტად ასეთი შემთხვევა მოხდა "ლივერპულის" ფეხბურთელებთან მიმართებაში, როდესაც მათ ფრენკი დე იონგის თამაშებს უყურებდნენ. წითლების ფეხბურთელმა ადამ ლალანამ განაცხადა, რომ გუნდის კაპიტანი, ჯორდან ჰენდერსონი მას ჰოლანდიელის თამაშების ყურებას ურჩევს.
"ჯორდან ჰენდერსონმა მითხრა, რომ დე იონგის თამაშებისთვის მეყურებინა." - ციტირებს ლალანას სიტყვებს Metro.
"მისი თამაში და მისი დრიბლინგი დანარჩენი "ექვსიანებისას" სჯობს. ცოტა სარისკოა, თუმცა რისკი ჩემი თამაშის ხასიათში ჯდება."
შეგახსნებთ, რომ ჰოლანდიელი უეფას ვერსიით სეზონის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა. "ბარსელონამდე" ფრენკიმ "აიაქსს" დაეხმარა ჩემპიონთა ლიგასა და ჰოლანდიის ჩემპიონატში, რათა გუნდს ფინალურ სტადიებზე ეთამაშა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]