"კამპ ნოუ", შესაძლოა, ერთი თამაშით დაიხუროს

"კამპ ნოუ", შესაძლოა, ერთი თამაშით დაიხუროს

ანტუან გრიზმანის "ატლეტიკოდან" "ბარსელონაში" ტრანსფერი კვლავ აქტუალურია და ნელ-ნელა კურიოზულ ელემენტებსაც იძენს.

გასულ ზაფხულში, "ბარსამ" "ატლეტიკოს" გრიზმანის გამოსასყიდი თანხა, 120 მილიონი ევრო გადაუხადა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კატალონიური კლუბი ფრანგ თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს იმ დროს აწარმოებდა, როდესაც გამოსასყიდი თანხა ჯერ კიდევ 200 მილიონი ევრო იყო. ამ მოტივით, "ატლეტიკომ" "ბარსელონას" უჩივლა და დამატებითი 80 მილიონის გადახდა მოითხოვა.

ამჟამად, "ატლეტიკოსთვის" 80 მილიონის გადახდა დღის წესრიგში აღარ დგას, მაგრამ გამოძიება გრძელდება. El Mundo-ს ცნობით, ამ საქმის გამომძიებელმა, ხუანჩო ლანდაბერეამ, რომელსაც იუმორის გრძნობას ნამდვილად ვერ დავუწუნებთ, სასამართლოს მიმართა და ტრანსფერის წესების დარღვევისთვის "ბარსელონას" 300 ევროთი დაჯარიმება მოითხოვა. არ შეგვშლია. საუბარი არაა 3 მილიონზე, 300 ათასზე, 30 ათასზე, ან თუნდაც 3 ათასზე. ლანდაბერეამ "ბარსელონას" 300 ევროთი დაჯარიმება მოითხოვა.

რა თქმა უნდა, სასამართლომ 300 ევრო არაადექვატურ სასჯელად მიიჩნია, ლანდაბერეას მორიგი რჩევა კი "კამპ ნოუს" ერთი საშინაო მატჩის დროს დახურვაა. არაა გამორიცხული, სასამართლომ ეს წინადადება მიიღოს და მიმდინარე სეზონში, "კამპ ნოუზე" გასამართ ერთ-ერთ მატჩზე გულშემატკივრები არ დაუშვას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 სექტემბერი 2019 16:16
    0
    ნეტა ამათ არ აწუხებდეთ რაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued