As: ჟორდი ალბა 10-15 დღეს გამოტოვებს
ესპანური პრესის ცნობით, ჟორდი ალბას ტრავმა იმაზე მსუბუქი აღმოჩნდა, ვიდე ვარაუდობდნენ.
კატალონიელმა მარცხენა მცველმა ტრავმა "დორტმუნდთან" გუშინ გამართული შეხვედრის დროს მიიღო და ის შესაცვლელი გახდა. ისე ჩანდა, თითქოს 30 წლის ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული იყო. თუმცა, თუ As-ს დავუჯერებთ, ასე არაა.
მადრიდული გამოცემის ინფორმაციით, ალბას სამედიცინო შემოწმება უკვე ჩაუტარდა და გაირკვა, რომ ის 10-15 დღეს გამოტოვებს.
თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ ფეხბურთელი "გრანადასთან", "ვილიარეალთან" და "ხეტაფესთან" ლა ლიგაში გასამართ შეხვედრებს დააკლდება. მოსალოდნელია, რომ ის გუნდს 2 სექტემბერს, "ინტერთან" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი დაპირისპირების წინ დაუბრუნდება.
სამედიცინო შემოწმების ჩატარებას ადასტურებს "ბარსელონაც", მაგრამ გამოჯანმრთლებისთვის საჭირო დროის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]