ფატის მამა: ჩემი ოცნება იყო, ანსუს პორტუგალიის ნაკრებში ეთამაშა
უკვე დადასტურებულია, რომ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფორვარდი, ანსუ ფატი, ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებს. მამამისს, ბორი ფატის კი სურს, რომ ანსუმ პორტუგალია აირჩიოს და იმედს ჯერ კიდევ არ კარგავს.
"ჩემი ოცნება ყოველთვის ის იყო, რომ ანსუს პორტუგალიის ნაკრებში ეთამაშა. ვფიქრობ, მასაც ეს სურდა.
ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთან კონტაქტი გვქონდა, მაგრამ ის აღარ დაგვკავშირებია, შემდეგ კი საქმეში ესპანეთის ფედერაცია ჩაერია. პრეზიდენტი პირადად მესაუბრა.
ანსუ თავს პორტუგალიელად გრძნობს, ისევე როგორც მე. ყველაფერი მის ხელშია და გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს". - ციტირებს მის სიტყვებს Marca.
ფატი, დიდი ალბათობით, ოქტომბერში ესპანელებთან ერთად მსოფლიოს 17 წლამდელთა ჩემპიონატზე გაემგზავრება. მას ნაკრების შეცვლის დრო იქამდე აქვს, სანამ მთავარ გუნდში დებიუტი ექნება.
რაც შეეხება ეროვნების საკითხს - ფატის ოჯახი გვინეა-ბისაუდანაა, სადაც ოფიციალური ენა პორტუგალიურია. ბორი ფატი ესპანეთში გადასვლამდე პორტუგალიაში ცხოვრობდა და მუშაობდა, ანსუმ კი ბავშვობის დიდი ნაწილი ესპანეთში გაატარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]