ული ჰიონესი გერმანიის ნაკრებს ტერ შტეგენის გამო ემუქრება
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი აცხადებს, რომ თუ გერმანიის ნაკრების პირველი მეკარის პოზიციაზე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მანუელ ნოიერს ჩაანაცვლებს, "რეკორდმაისტერი" ეროვნულ გუნდში ფეხბურთელებს აღარ გაუშვებს.
ცოტა ხნის წინ, ჰიონესმა გერმანიის ნაკრების პირველ მეკარეზე "ბაიერნის" მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა. ახლა კი, ის ნაკრების წარმომადგენლებს ემუქრება.
"ამ პოზიციაზე ცვლილებას არასდროს დავეთანხმებით. თუ ეს მოხდა, გერმანიის ნაკრებში არცერთ ფეხბურთელს არ გავუშვებთ." - ჰიონესის ამ სიტყვებს ESPN ციტირებს.
თუ ტერ შტეგენმა ნოიერი ადგილი მართლაც დაიკავა, ჰიონესი მუქარის შესრულებას ვერ შეძლებს, ან მისი კლუბი დაისჯება, რადგან FIFA-ს მიერ დადგენილი წესების თანახმად, კლუბები ვალდებულები არიან ფეხბურთელები ნაკრებებში გაუშვან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]