ჟუნინიომ არტურის ყიდვა "ლიონს" შესთავაზა
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L'Euipe-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ლიონის" ბრაზილიელმა ლეგენდამ, ჟუნინიომ, ფრანგულ კლუბს არტურ მელოს შეძენა ჯერ კიდევ მაშინ ურჩია, სანამ ახალგაზრდა ნახევარმცველი "ბარსელონაში" გადმოვიდოდა.
2018 წელს, ჟუნინიო ბრაზილიაში კომენტატორად მუშაობდა. მას იმ დროს "გრემიოში" მოთამაშე 21 წლის არტურის ტალანტი არ გამოპარვია და თავის ყოფილ კლუბს, "ლიონს" მისი შეძენა შესთავაზა. თუმცა, სანამ ფრანგები საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდნენ, "ბარსელონამ" ინიციატივა აიღო და იმედისმომცემი ფეხბურთელი 40 მილიონად (31 მილიონი + 9 მილიონის ბონუსები) გაიფორმა.
გასული სეზონი არტურისთვის ძალიან წარმატებული არ ყოფილა, მაგრამ ამის მიზეზი ევროპულ ფეხბურთთან მისი ფიზიკური მომზადების შეუთავსებლობა იყო. მიმდინარე სეზონში სიტუაცია გამოსწორდა და ბრაზილიელმაც, 4 ჩატარებულ შეხვედრაში, უკვე 2 გოლი გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]