ხეტაფე-ბარსელონა 0-2 - ერნესტო ვალვერდე მატჩის შემდეგ
"ბარსელონამ", როგორც იქნა, ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში პირველი გასვლითი მატჩი მოიგო და შინ 3 ქულით ბრუნდება. როგორც ჩანს, ერნესტო ვალვერდემ გუნდის მობილიზება და კონცენტრირება შეძლო.
"მნიშვნელოვანი იყო, რომ საწყისი წუთებიდანვე შეცდომები არ დაგვეშვა, როგორც ამას სხვა დროს ვაკეთებდით. ეს ფუნდამენტური იყო. პირველმა გოლმა დაგვამშვიდა და ამის შემდეგ ჩვენი თამაშის დემონსტრირება დავიწყეთ. მეტოქეს საშუალებას არ ვაძლევდით ბევრი მომენტი შეექმნა. თუ გსურს ლა ლიგა მოიგო, ვალდებული ხარ გასვლით მატჩებშიც იმარჯვო, მხოლოდ სახლში მოგება საკმარისი არაა. "ხეტაფე" ძლიერი მეტოქეა და ამ სტადიონზე გამარჯვება მარტივი არ არის, თუმცა ჩვენ ეს კარგი თამაშის წყალობით შევძელით. ახლა კი სამი დღე გვაქვს, რათა "ინტერისთვის" მოვემზადოთ." - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Sport.
ვალვერდემ კომენტარი დემბელეს ტრავმაზეც გააკეთა.
"არ გავრისკეთ. დემბელეს ხვალ სამედიცინო ტესტი ჩაუტარდება, თუმცა, როგორც ჩანს, განსაკუთრებული არაფერია."
კლემან ლანგლე, რომელმაც დღეს წითელი ბარათი მიიღო, მომდევნო ტურში, "სევილიას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ვალვერდემ ამ საკითხზე მცირე კომენტარი გააკეთა: "მეორე გუნდში ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]